სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ – ნიკა მელია

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში გამორიცხავს. ამის შესახებ მელიამ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ან არ მქონია და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია წინა წლებშიც. უბრალოდ მორალურად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, როდესაც ოთხ კედელშია ადამიანი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, ათასობით ადამიანს დაუსვამს ეს კითხვები სხვადასხვა სივრცეში, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო მის გარეშე? ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მასზე არ მესაუბრა და ამ სურვილის თანმიმდევრული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რომ ის არის ოთხ კედელში. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მათ, ჩვენ მხარდამჭერს ან პოტენციურ ამომრჩეველს, აქვთ ეს კითხვა და თვეებია ამას სვამენ: შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ორი პასუხია ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები, მაგრამ ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება ჩემი პასუხები თქვენს კითხვებზე. და მორალურად გამიადვილდება. ჩემთვის მორალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია, ჩემთვის ზნეობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვანია.
[…] არ ნიშნავს, რომ მასთან [] დაკავშირებით კითხვები არ მაქვს – მაქვს, ბუნებრივია და პირველ რიგში, ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი – ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი

პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში