საბა ბუაძე – ჩვენ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან – თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია

ჩვენ ამ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ, თბილისის მერიასთან, საჯარო მოხელეებისთვის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თმით, რეორგანიზაციის მიზანი, რომელიც სახელმწიფო უწყებებში მიმდინარეობს, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლებაა, რომლებმაც წნეხის მიუხედავად საქართველოს ევროპული კურსის ერთგულება აჩვენეს.
„ორთვიანმა სამოქალაქო წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ღირსეული საჯარო მოხელეების ჯგუფი და კლასი ჩამოყალიბდა, რომელიც ერთგულია ამ ქვეყნის კონსტიტუციის და მზად არიან კრიზისულ პერიოდში, მიუხედავად დიდი საფრთხეებისა, ღიად დააფიქსიროს – ჩვენი კონსტიტუციისა და ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ ზეწოლამ და შევიწროებამ არ დააყოვნა. ბევრი საჯარო მოხელე, განსაკუთრებით თბილისის მერიიდან, იქნა გათავისუფლებული. ჩვენ კი დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ამ ადამიანების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ ეს ადამიანები იქნებიან სამსახურში აღდგენილი და განაცდურიც აუნაზღაურდებათ.
ჩვენ ამ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია. მან დაინახა, რომ გაყალბებისა და ყველა რესურსის გამოყენების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი წააგო, შესაბამისად ამ ადამიანების ერთგულება საჯარო სამსახურის მიმართ, რა თქმა უნდა, კალაძისთვის გამოწვევა და მისი სისუსტის გაშიშვლებაა, ამიტომ პროტესტის მოგუდვას ცდილობს, რომელიც მერიაში არსებობს, მაგრამ ეს არ გამოუვა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა და მოქალაქეებმა მიიღეს. მათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მოუწოდეს, არ შეეშინდეთ და საქართველოს დემოკრატია დაიცვან. მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ სერიოზული წნეხი მიმდინარეობს და სახელმწიფო უწყებებში დაწყებული რეორგანიზაციაც ამის მაჩვენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე