ალექსანდრ გრუშკო – კიევის ნატო-ში გაწევრიანების გეგმები უკრაინაში მშვიდობის მიღწევას გამორიცხავს

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს „რკინაბეტონის გარანტიებს“, რომ ნატო-ში არ გაწევრიანდეს, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
„ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ალიანსში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ამ შემთხვევაში, ბატონი ფიცო აბსოლუტურად მართალია ამ გეგმების დახასიათებაში, რადგან ეს გამორიცხავს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და, უფრო ფართო გაგებით, რაიმე სახის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნასაც კი და ამ თვალსაზრისს ალიანსის რამდენიმე ქვეყანა იზიარებს“, – აღნიშნა გრუშკომ.