მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დემოკრატების შტატების მიმართვის საფუძველზე დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმოს -ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლება.
მოსამართლე ჯონ კაუჰნერმა გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც უკრძალავს ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ძალაში მოყვანას სასამართლოს დასრულებამდე. ტრამპის ეს გადაწყვეტილება უკვე არაერთმა აქტორმა გაასაჩივრა.
ზემოხსენებული უფლების გაუქმება ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან გაპრეზიდენტების შემდეგ მიიღო. თუმცა თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ეს ბრძანება, რომელიც ბევრის აზრით წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის კონსტიტუციასთან, სამართლებრივი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდებოდა.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება აცხადებს, რომ ყველა ვინც აშშ-ში დაიბადება, აშშ-ის მოქალაქეა.
ტრამპის განმარტებით კი თუ ბავშვის არც მამა და არც დედაა ამერიკის მოქალაქე, მაშინ არც ბავშვს უნდა მიენიჭოს მოქალაქეობა. ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელი კანონმდებლები ამ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილების ინიციირებასაც აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ