სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი კი იყო ომში ჩართვა, ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას – კობახიძე
ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.