რაჟდენ კუპრაშვილი ატლანტაში ალექსანდრა ბაუმანსა და ურს შანთს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, შვეიცარიის დელაგაციის ხელმძღვანელს ალექსანდრა ბაუმანსა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IDWG), კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერს ურს შანთს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ინფრომაციით, მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა დაანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას