გერმანიის პროკურორები: თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია “ჰამასის” ოთხი წევრი

გერმანელი პროკურორები 14 დეკემბერს აცხადებენ, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” ოთხი წევრი.
სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ბერლინში, მეოთხე – ჰოლანდიაში.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი განცხადებაში წერს, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში გახშირდა თავდასხმები ებრაელებზე და ებრაულ ინსტიტუტებზე.
“რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე” – წერს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…