რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა, რომ “ახალი თეატრი გადის რეგიონებში”. მისივე თქმით, თეატრის შესაძლებლობებს ყველა დაინახავს.
დოიაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურასთან დიალოგი სცადეს, მაგრამ მისივე თქმით, ისინი “პროკურატურამ არ შეიმჩნია”.
“ვიწყებთ ახალი თეატრის მანისფესტს. აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი გამოგვსვლოდა პროკურატურასთან.
ჯერ იყო და ვიდეოები ჩავწერეთ, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ ეს პროკურატურამ არ შეიმჩნია და უფრო მეტიც, გვითხრა, რომ არც ვართ, არც ვარსებობთ და არც ვაინტერესებთ. დიახ, დააბნელეს ყველაფერი. რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, ჩვენ იქ ვიქნებით.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად. აქვე ვაანონსებ – ახალი თეატრი გადის რეგიონებში, ყველგან, მივალთ და ყველას დაველაპარაკებით, ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს”, – განაცხადა დოიაშვილმა.