გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს

გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს
ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, როგორღა უნდა ვებრძოლოთ მათ?! – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი განცხადებით, უნგრეთის და ს გამოკლებით, დღეს თითქმის მთელ ევროპას „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს, ამ კონტროლის მიზეზი კი ომი, დასუსტება, განადგურება და რეპუტაციის შელახვაა.
შათირიშვილი მაგალითის სახით საუბრობს შვეიცარიულ Credit Suisse-ზე, რომელიც ბაზრიდან საერთოდ გააქრეს, იმ ფონზე, როცა შვეიცარია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობითა და ავტორიტეტით. ის ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებსაც მიგრანტების უკონტროლო შემოდინების თუ ეკონომიკური რეცესიის გამო, პრობლემები აქვთ.
„დიახ, სწორედ ასეა, სწორედ გლობალური ომის პარტია აკონტროლებს დღეს თითქმის მთელს ევროპას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით.
აკონტროლებს ყველა სფეროს, მაგრამ მთავარი აქ კონტროლი არ არის. აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა. შვეიცარია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობით და ავტორიტეტით, დღეს ამ კუთხით, ფაქტობრივად აღარ არსებობს.
Credit Suisse ბაზრიდან საერთოდ გააქრეს, ხოლო როგორც იკვეთება, ამ ეტაპზე Julius Baer – ის განადგურება მათ გეგმებში არ შედის, რისი დასტურიც ბანკის მხრიდან კრიმინალური საქმიანობის შესახებ ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის სრულად დაბლოკვაა. შევხედოთ რა უქნეს გერმანიას – ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ავტოწარმოების გიგანტი იყო და მისი ეკონომიკა მეტწილად სწორედ ამ სფეროზე იყო დამოკიდებული, დღეს ეკონომიკურ რეცესიაშია, ხოლო გიგანტური ავტომწარმოებლების უმეტესობა ან გაკოტრდა, ან ამერიკაში გადავიდა. უმძიმეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაშია საფრანგეთი, სადაც მიგრანტების ხელოვნურად მოწყობილმა უკონტროლო შედინებამ ქვეყანა სრულ ქაოსში გახვია. ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნიდან გარბიან, ხოლო ქალაქებს მიგრანტები იკავებენ, ბიზნესებს აკონტროლებენ და უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პროპორციულად ეთნიკურ ფრანგებზე უფრო მეტნი იქნებიან.
აღარ გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მდგომარეობის განხილვას, რადგან საერთაშორისო მედიის სრული კონტროლის მიუხედავად, საზოგადოების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა მაინც ხერხდება და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ახერხებენ სრული სურათის წარმოჩინებას.“ – ნათქვამია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება