სასჯელი ვაჟა სირაძეზე პოსტის გამო – რას ედავებიან ყოფილ პოლიციელებს

ვაჟა სირაძეზე Facebook სტატუსის გამო, ზუგდიდში, ყოფილ პოლიციელებზე – ლევან გოგიასა და დავით ყოლბაიაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს.
ირკვევა, რომ ყოლბაიამ რამდენიმე დღის წინ, საპატრულოს უფროსზე, ვაჟა სირაძეზე საჯარო სტატუსი დაწერა, გოგიამ კი ის დააკომენტარა.
გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი მეგობარი ლევან გოგია ვიყავით წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული აქტიურად, გამომავლინეთ არაერთი დანაშაული, ამჟამად ვართ საპროტესტო აქციებზე, გადაწყვიტეს, რომ ჩვენს მიმართ გაატარონ ისეთი სახის ღონისძიებები, რომლის ანალოგიც ხდება რუსეთში. მედავებიან, რომ ფბ პოსტი მქონდა განთავსებული, სადაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე -ს მაღალჩინოსანი. დღეს არის კრიმინალების ბანდისგან დაკომპლექტებული”- აცხადებს ყოლბაია.
გოგიასა და ყოლბაიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინებას მოქალაქეების მიმართ და პოლიციის წინააღმდეგობასა და პოლიციის შეურაცხყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა