ვინ უნდა დაამარცხოს ტრამპმა, რომ “ოცნებამ” მასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს – ბრიფინგი

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„დონალდ ტრამპთან არ მქონია სატელეფონო საუბარი, ჩვენ პრეზიდენტობა მივულოცეთ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ – სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)