რაჯა ნაინგოლანი ბელგიის მეორე დივიზიონის აუტსაიდერ გუნდში გადავიდა

36 წლის ცნობილი ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი სამშობლოში დაბრუნდა და მე-2 დივიზიონის აუტსაიდერ “ლოკერენ-ტემსეში” ჩაირიცხა, რომელიც 16-გუნდიან ჩემპიონატში ამდენივე ტურის შემდეგ 15 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.
ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლდათ და ბოლოს ინდონეზიური “ბაიანგკარას” ფორმას ირგებდა.
ნაინგოლანის დებიუტი ახალ გუნდში 24 იანვარსაა მოსალოდნელი, როდესაც მისი ახალი გუნდი “ლიერსს” უმასპინძლებს.