დიმიტრი პესკოვი – ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა – მას ეს მეთოდები მოსწონდა

ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.
„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან „თანასწორი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ჯერჯერობით სიგნალი არ მიუღია“.
შეგახსენებთ, გუშინ, -ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მაღალი დონის სანქციებისა და ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე თანხმობას არ განაცხადებს.
„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებს ყიდის. ჩვენ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით შეგვიძლია და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: ალაზნის ველზე 1 ლარად 10 ჰექტარი მიწის მიმღებ პაპუაშვილს კი შევახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბორის ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის “პრინციპული არჩევანი” იყო წლების მანძილზე

ნიკა გვარამია – მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად