“Deep State”-ის “არაქართული” გავლენა ესტონეთზე და “მეგობრობა ცალმხრივად” – ირაკლი კობახიძე

„იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State-ი არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“.