“ამ ყველაფრის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება საშინელი დარდი და სიბრაზე მიპყრობს” – მსახიობ სალომე ჭულუხაძის პროტესტი

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანები სხვადასხვა პროფესიებს წარმოადგენენ.

მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე ჭუ­ლუ­ხა­ძე Ambebi.ge- ს ებნება, რომ ახლა კი არა, აქ­ცი­ა­ზე 2012 წლი­დან დგას, თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, აქ­ცი­ა­ზე 2007 წე­ლის 7 ნო­ემ­ბერ­საც მდგა­რა.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­თელ ხა­ზებს გაკ­ვეთს, ვინც არ უნდა იყოს, უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აპა­ტე­იბს და მის იმ ქმე­დე­ბას ყო­ველ­თვის გა­აპ­რო­ტეს­ტებს,“ – აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბი.

სა­ლო­მე ჭუ­ლუ­ხა­ძე Ambebi.ge – ს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

– გა­სუ­ლი წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან სხვა რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით. ამ­დე­ნი დღეა ხალ­ხი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დგას… ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მო­ქა­ლა­ქე რო­გორ აფა­სებთ?

– ჯერ მო­ქა­ლა­ქის ჭრი­ლი­დან შე­ვა­ფა­სოთ, რად­გან მგო­ნია, რომ დღეს ყვე­ლა უპირ­ვე­ლე­სად მო­ქა­ლა­ქე ვართ და პრო­ფე­სი­ას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ეს აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა მი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის… პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, ჩემი მშობ­ლე­ბი ასე­ვე იბ­რძოდ­ნენ. დღეს მე მი­წევს ბრძო­ლა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩემს შვილ­საც არ მო­უ­წი­ოს იმა­ვე ბრძო­ლა­ში ჩარ­თვა.

მსა­ხი­ო­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ხართ აქ­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი…

– მსა­ხი­ო­ბე­ბის და სა­ერ­თოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა, რომ პრო­ტეს­ტის ხმამ ყველ­გან მი­აღ­წი­ოს. დღეს­დღე­ო­ბით მგო­ნია, რომ სხვა ხერ­ხებ­საც უნდა მივ­მარ­თოთ, ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სივ­რცე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. სა­ერ­თოდ, არა მარ­ტო მსა­ხი­ობ­მა, ეს ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ.

– და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასევ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან… უმ­ძი­მე­სი იყო დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი 2 კვი­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­უ­რად რა იყო თქვენ­თვის?

– ყვე­ლა­ნი ყო­ველ­დღე იქ ვი­დე­ქით, ყო­ველ­დღე იმ კოშ­მარს გავ­დი­ო­დით. ერთი-ორ­ჯერ შინ ბავ­შვი ვერ დავ­ტო­ვე და აქ­ცი­ა­ზე ვერ გა­ვე­დი. ის დღე სრუ­ლი კოშ­მა­რი იყო, ეგე­თი კოშ­მა­რი მარ­თლა არ დამ­სიზ­მრე­ბია… მაგ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად ვერ ძლებ სახ­ლში, რომ გინ­და იქ იდგე… აქ­ცი­ა­ზე პი­რი­ქით, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხარ და იმის იმე­დი გაქვს, რომ რა­ღა­ცას შეც­ვლი. ამის სახ­ლი­დან ყუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა სა­ში­ნე­ლი დარ­დი და სიბ­რა­ზე მი­პყრობს. ხან­და­ხან დიდი უი­მე­დო­ბაც, რა­საც ძა­ლი­ან ვებ­რძვი. ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში დიდი უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა არ­სე­ბობს. ამი­ტომ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ. მთა­ვა­რია ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ თა­ნად­გო­მა ერთი დღეც არ გა­ჩერ­დეს. მომ­ხრე ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვიც­ვათ და სა­ღა­მოს, ყვე­ლა ერ­თად, რუს­თა­ველ­ზე შე­ვიკ­რი­ბოთ ხოლ­მე. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს.

არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ პო­ზი­ცი­ას მხარს არ უჭერს…

– გული მწყდე­ბა, რომ დღემ­დე არ­სე­ბობს ხალ­ხის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­შია. ამა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­ხებს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ყვე­ლას მო­ე­კი­თხე­ბა პა­სუ­ხი. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და რო­დე­საც ვი­გებ, რომ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ… სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით კი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, მაგ­რამ კი­დევ რა­ღაც ხერ­ხე­ბია გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო თბი­ლი­სი არ არის, მაგ­რამ ამ დახ­შუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე “ოც­ნე­ბამ“ 12 წელი იმუ­შა­ვა, თან რომ გვა­ში­ნე­ბენ “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ით”. არც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მი­ხე­დეს და არც არა­ფერს… ჰგო­ნი­ათ, რომ ვე­რა­ფერს ვხდე­ბით, თუნ­დაც იმას, რა­ტომ არ მი­ხე­დეს გა­ნათ­ლე­ბას და რა­ტომ არ უნ­დათ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ერი ჰყავ­დეთ; დიახ, იმა­საც ვხვდე­ბით, თუ რა­ტომ შე­მო­ი­ტა­ნეს ამ­დე­ნი ნარ­კო­ტი­კი და რა­ტო­მაა ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვე­ნი დაშ­ტე­რე­ბა უნ­დათ. არ გა­მო­უ­ვათ!

– რე­გი­ო­ნე­ბი ვახ­სენთ, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში, აქვე, თქვე­ნი­ვე კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლი არა­ნა­ირ პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს. ამ­ბო­ბენ, აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი არი­ან და პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან. რას ფიქ­რობთ ამა­ზე და რას ეტყო­დით მათ?

– მგო­ნია, რომ სათ­ქმე­ლი პი­რა­დად უნდა ვუ­თხრათ, ვის­თა­ნაც ლა­პა­რა­კი მოგ­ვიხ­დე­ბა და იმე­დია, მოგ­ვიხ­დე­ბა… ერ­თა­დერ­თი იმას ვე­ტყო­დი, რომ მო­მა­ვალ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პი­რა­დად თუ არა, გულ­ში მა­ინც მად­ლო­ბას გა­დაგ­ვიხ­დი­ან იმის­თვის, რომ ჩვენ ვიბ­რძვით მა­შინ, როცა თვი­თონ ფეხი ფეხ­ზე აქვთ გა­და­დე­ბუ­ლი. იმის­თვი­საც ვიბ­რძვით, რომ მათ შვი­ლებს ჰქონ­დეთ კარ­გი მო­მა­ვა­ლი. უმე­ტე­სო­ბას, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს (გინ­დაც მსა­ხი­ო­ბებს, ან რე­ჟი­სო­რებს, ვინც ხმას არ იღებს და პო­ზი­ცი­ას არ აფიქ­სი­რებს), უმე­ტე­სო­ბის შვი­ლე­ბი ევ­რო­პა­ში სწავ­ლო­ბენ ან თვი­თონ მოგ­ზა­უ­რო­ბენ იქ… ცოტა გულ­ში ჩა­ი­ხე­დონ, გა­ი­ხე­დონ რუს­თა­ველ­ზეც – რა ხდე­ბა და შე­ა­ფა­სონ.

– რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ აფიქ­სი­რე­ბენ პო­ზი­ცი­ას?

– არ ვიცი, ეს კი­თხვა მეც მაქვს – ვი­ღა­ცე­ბი ალ­ბათ მოს­ყი­დუ­ლე­ბი არი­ან, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის არხზე, ერ­თმა კაც­მა, მსა­ხი­ობ­მა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­ით­მი­ნა, რო­დე­საც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­ძა­ვებს შეგ­ვა­და­რა. ამის ყუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო – იქ იჯდა და თავს უქ­ნევ­და. ამის მერე მაგ ადა­მი­ა­ნებ­ზე აღარც ვფიქ­რობ… ვთვლი, რომ ეგე­ნი ჩვე­ნი სო­ცი­უ­მის წევ­რე­ბი არ არი­ან.

– სა­ლო­მე, ეს აქ­ცი­ე­ბი შე­დეგს მო­ი­ტანს?

– რა თქმა უნდა. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მარ­თლა წი­თე­ლი ხაზი იყო, როცა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ევ­რო­პის­კენ სვლას ვა­ჩე­რებ­თო…

– აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფრა­ზაა, – “ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ“…

– ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა და აბა, სხვა ვინ გა­და­წყვეტ­და?!. კონ­სტი­ტუ­ცია თავ­ზე დაგ­ვა­ხი­ეს. ჰგო­ნი­ათ, რომ კი­დევ 90-იან წლებ­ში გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან რუს­თა­ველ­ზე? ამ თა­ო­ბას არაფ­რის ეში­ნია – საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ამ ბავ­შვებ­მა არ იცი­ან, რა იყო… ეს ვერ გათ­ვა­ლეს.

– გა­მო­სა­ვა­ლი რა არის ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან?

– ეგ რომ ვი­ცო­დე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და… მთა­ვა­რი ისაა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს, უნდა და­ი­ნა­ხოს “ოც­ნე­ბამ”, რომ ეს არ გა­უ­ვათ. არ გავ­ჩერ­დე­ბით. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვა­კუ­უმ­ში მყოფ ხალ­ხს რა­მე­ნა­ი­რად გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ცუ­დია. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას არ აქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა, რა­ღა­ცებ­ში სა­თა­ნა­დოდ ჩა­ხე­დუ­ლი არ არის, ამი­ტომ წყნა­რად, აგ­რე­სი­ის გა­რე­შე, ისე, რომ მათი აღელ­ვე­ბა არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ, უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ… იმ ხალ­ხს, ვინც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერ­ზე ასე აღ­შფო­თე­ბით ლა­პა­რა­კობს (ისე, 7 ნო­ემ­ბე­რიც მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, იქაც ვი­დე­ქი), უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ დღეს იმა­ზე უა­რე­სი ხდე­ბა…

სა­ერ­თოდ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში ვინ დგას, ვინც ცუდს აკე­თებს, გა­და­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზღვარს, იმას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. შემ­დეგ ვინც მოვა, იმა­ნაც უნდა იცო­დეს, რომ თუ ასე­ვე არას­წო­რად მო­იქ­ცე­ვა, ეს არ გა­უ­ვა. უნდა იყოს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა… მოკ­ლედ, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ზე კი არა, პა­ტა­რა რა­მის დარ­ღვე­ვა­ზე ზუს­ტად ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბა…

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს