ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის

ყველა მტკიცებულება ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს, – განუცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მიხელ სადრაძის თქმით, ეს მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მათგანი არის დოკუმენტური ხასიათის.
„ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ქმედება ასახული და გადატანილია დოკუმენტებზე. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის მტკიცებულება, რაზეც ხაზგასმა გავაკეთე, ეს არის თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ განხორციელებული მიმოწერები, სადაც პრაქტიკულად, ის აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას იმიტომ, რომ ყველა არსებით გარემოებასთან დაკავშირებით ის სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებს. ამას ჩვენ გამოვიკვლევთ და ბუნებრივია თქვენც, საზოგადოებასაც და სასამართლოსაც ექნება შესაძლებლობა შეაფასოს.
რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სხვა კითხვებს, ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, ვისაც აქვს ინფორმაცია და არსებითი ხასიათის ინფორმაციას და განმარტებებს მისცემს სასამართლოს“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა