სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე – ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე – საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს

„უსამშობლო“ – ასე აღწერს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფული „ღირებულებებისთვის“ სწირავს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს.
„ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს“ – დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიცია ვერ აფასებს არის ის, რომ ჭეშმარიტი პარტნიორობა წარმოიშობა ურთიერთპატივისცემიდან და არა დამორჩილებიდან.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა, რომ „თუ ამერიკას სურს, იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ არ შეიძლება კავკასიაში 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ დამცირდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ