კვარაცხელიას სადებიუტო მატჩის წინ პსჟ-მა ისტორია გადაწერა – რა ნიშნული დააფიქსირა ლუის ენრიკეს გუნდმა “სიტისთან” შეხვედრაში
ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორია გადაწერა. მოგეხსენებათ, პარიზელები “სიტისთან” 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ 4:2 იმარჯვეს.
Opta-ს ინფორმაციით, პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო, როდესაც 2-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გუნდმა 2-გოლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის “ქამბექი” ბოლოს 2012 წელს განახორციელა, როდესაც “ვალენსიენთან” 0:2-ის მიუხედავად, 4:3 მოიგო.
