ლოს-ანჯელესთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რის გამოც სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით დაახლოებით 80 კმ-ში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი 9 400 აკრ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რასაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. შექმნილი მდგომარეობის გამო, სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა, 23 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
რაც შეეხება ხანძრის ორ კერას, რომელიც ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა, მეხანძრეებმა მათი კიდევ უფრო დიდი ნაწილის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91%-ი და პალისეიდსის ხანძრის 68%.
ცნობისთვის, აღნიშნულ ხანძრებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ან განადგურდა თითქმის 16 000 შენობა-ნაგებობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა