სროლა ტენესის ერთ-ერთ სკოლაში – ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გახსნა, დაღუპულია 2 სტუდენტი

სროლა ტენესის ერთ-ერთ სკოლაში – ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გახსნა, დაღუპულია 2 სტუდენტი
აშშ-ში ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის საშუალო სკოლაში 17 წლის მოზარდმა ბიჭმა ცეცხლი გახსნა – შედეგად გარდაიცვალა ერთი მოსწავლე, ხოლო მეორე დაიჭრა. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
ორივე მათგანი – გარდაცვლილიც და დაჭრილიც, სტუდენტი გოგონები არიან. დაზარალებულს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული და ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ნეშვილის პოლიციის ცნობით, მოზარდმა, რომელიც შეიარაღებული იყო, სკოლის კაფეტერიაში რამდენიმე გასროლა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა შემდეგ თავი მოიკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში