2020 წელსაც იგივე პროცესები იყო, ერთადერთი სხვაობაა – ის უცხოელი აქტორები, რომლებიც დღეს ღიად ჩანან, ოპოზიციის ზურგს უკან იყვნენ ამოფარებულები და იქიდან აქეზებდნენ მათ

2020 წელსაც იგივე პროცესები იყო, ერთადერთი სხვაობაა – ის უცხოელი აქტორები, რომლებიც დღეს ღიად ჩანან, ოპოზიციის ზურგს უკან იყვნენ ამოფარებულები და იქიდან აქეზებდნენ მათ
2020 წელსაც გახსოვთ, 1 წელი დასჭირდა იმას, რომ ოპოზიციას ეღიარებინა და მანდატები მიეღო. ზუსტად იგივე პროცესები იყო მაშინაც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, 2020 წელს განვითარებულ პროცესებს და დღევანდელობას შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა – დღეს ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ოპოზიციას კულისებიდან მართავდნენ და არ ჩანდნენ, დღეს ღიად გამოჩნდნენ და თავის თავზე აიღეს გარკვეული ქმედებები.
„ჩვენს წინასაარჩევნო პროცესში უცხოური სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ ჩართულები და ისინიც დამარცხდნენ „ნაცმოძრაობასთან“ და მის მოკავშირეებთან ერთად. ეს არის გარკვეულწილად ქართველ ხალხის მიმართ გამოვლენილი გარკვეული შურისძიება, რომელსაც ვხედავთ გარკვეული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვინაიდან ისინიც დამარცხდნენ არჩევნებში. ვერ გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელიც მათი მარიონეტია და ქართველმა ხალხმა თავისი ხელისუფლება აირჩია. 2020 წელსაც გახსოვთ, 1 წელი დასჭირდა იმას, რომ ოპოზიციას ეღიარებინა და მანდატები მიეღო. ზუსტად იგივე პროცესები იყო მაშინაც, რასაც ახლა ვხედავთ ერთადერთი სხვაობაა – ის უცხოელი აქტორები, რომლებიც დღეს ღიად ჩანან, მაშინ ოპოზიციის ზურგს უკან იყვნენ ამოფარებულები და იქიდან აგულიანებდნენ და აქეზებდნენ მათ. მაშინაც ჩანდა მათი აჩრდილი ოპოზიციის უკან, მაშინაც მათი კარნახით იყო ყველაფერი. 19 აპრილის შეთანხმებაზე, როდესაც მედიაციის პროცესი გვქონდა, ერთ-ერთ პუნქტზე ვიკითხე, ვისგან იყო ეს, რადგან იყო საკითხები, რომლებიც არასდროს არავის დაუყენებია პოლიტიკურ დისკუსიაში და ჩანდა, რომ ეს იყო სხვადასხვა გარე ძალებისგან ჩადებული ინსტრუმენტები, საკანონმდებლო გარკვეული მარწუხები, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ჩვენი ქვეყნის გარედან უკეთ მართვისთვის.
რასა იუკნევიჩიანე მაშინაც რასა იუკნევიჩიანე იყო და ჟიგიმანტას პავილიონისი – ჟიგიმანტას პავილიონისი. უბრალოდ ისი მაშინ ოპოზიციას და ენჯეოებს ალაპარაკებდნენ, მაგრამ შემდეგ ნახეს, რომ მათი ხელითაც არ გამოდის ის საქმე – ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მიზნები და დღეს თავის თავზე აიღეს გარკვეული ქმედებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში