დასავლეთის ქვეყნებში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თუ ამერიკა კიევის დახმარებას შეამცირებს,რუსული აქტივებით ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელი იქნება.