რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბიზნესმენი და ტელეკომპანია იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუფციულ აქტივსაც ფლობს.
უილსონი, ასევე, ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედი აშშ-ის მიმართ ზიზღს ავრცელებს და რუხაძისთვის სანქციების დაწესება ახლოვდება. უილსონი ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს.
“ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და ფლობს მრავალ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ჰყიდის ჩინეთზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანის რეჟიმზე. მისი პროპაგანდისტული პლატფორმა იმედი 24/7ზე გადმოსცემს ამერიკის სიძულვილს. სანქციები გზაშია”, – წერს კონგრესმენი და თან ფოტოსაც აქვეყნებს.