23 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 იანვარს, 10:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით, შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“.
საკონტაქტო ტელ: 599 952727
23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება პრესკონფერენცია კომპანია „სელფსა“ და Vodafone-თან პარტნიორობის გაფორმებასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან „სელფის“ კომერციული დირექტორი და „სიბიეს ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი, ასევე Vodafone-ის რეგიონალური დირექტორი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.27
საკონტაქტო ტელ: 577720144
23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 იანვარს, 11:30 საათზე, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან პროგრამის ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციები, ასოციაციის წევრი კომპანიები, ამერიკის საელჩო.
მის: რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
საკონტაქტო ტელ: 599 67 27 27; 598 12 12 02
23 იანვარს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “სეზონური ვირუსები: ფიქსირდება, თუ არა
ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი. რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია ავადობის მაჩვენებელი და კლინიკებში მიმართვიანობა.”
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
23 იანვარს, 11:45 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “სეზონური ვირუსების გავრცელება: როგორია პაციენტების მიმართვიანობა, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია სიმპტომები და შესაძლო გართულებები. როგორ ხდება დაავადების მართვა სახლის პირობებში.
როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან – რეკომენდაციები.”
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 იანვარს, 17:00 საათზე, ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, სამ ადამიანის უფლებათა აქტივისტს დააჯილდოებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწეობენ.
მის: კოსტავას ქ. 14, სასტუმრო „სტამბა“
საკონტაქტო: სოფო კოტიაშვილი 599 874642
23 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 იანვარს, 18:00 საათზე მსახიობები და რეჟისორები „ახალი თეატრის“ წინ საპროტესტო მანიფესტს გააჟღერებენ.
მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #127