ანჩელოტი: “რეალის” გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში მსურს

გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ “რეალიდან” წასვლას გეგმავდა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ “ბლანკოსის” გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში სურს.
“ჩემი ნებით “რეალს” არასდროს დავტოვებ. ამას ჩემს სიცოცხლეში არასდროს ვიზამ. მართალია, “რეალიდან” წასვლის დრო ნამდვილად დადგება, მაგრამ როდის, არ ვიცი. მსურს გუნდი კიდევ 4 წლით გავწვრთნა, იქამდე სანამ აქ ფლორენტინო პერესი იქნება”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდში “რეალის” დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, სადაც მომავალი პრეზიდენტის ჩატარდა. წინა სამი არჩევნების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც
ერთადერთი კანდიდატი ფლორენტინო პერესი იყო, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება.