ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული – აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი -ზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. ამას მხარს ყველა დაუჭერს. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს