-ის პრეზიდენტმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) -ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა სამთავრობო შენობებზე ლგბტ თემისა და BLM (Black Lives Matter) დროშების გამოყენება აკრძალა, რაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაშვებული იყო.
„გამომცემლობა Washington Free Beacon-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დროშების გარდა, ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება.
ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განკარგულების ასლის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სხვა დროშები (როგორიცაა “ლგბტ” და BLM დროშები), ხშირად იყო გამოფენილი სამთავრობო შენობებზე, რამაც გამოიწვია კიდეც ბრძანების ახალი ინტერპრეტაცია, როგორც ამ სიმბოლოების აკრძალვა,“- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს