ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? – თეა წულუკიანი ლორა თორნტონს პასუხობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“.
„ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? აბა, პოლიტოლოგიის სწავლა უკვე დაგვიანებულია ამ ასაკში“, – წერს წულუკიანი.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო