მეთიუ ბრაიზამ ქართული ოპოზიციის გეგმებს ცივი წყალი გადაასხა

ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დაარწმუნონ აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის აუცილებლობაში, თუმცა, თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას იტყვიან უილსონი და კონგრესის სხვა წევრები.
“არის შესაძლებლობა, რომ უილსონის მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება, საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული “რესპუბლიკელია”, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის სხვადასხვა წევრები.” – განაცხადა ბრაიზამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც