ძალადობის ფაქტებზე, ახალციხეში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

ძალადობის ფაქტზე, ახალციხეში, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. დაკავებული პირი ბრალდებულია 3 ძალადობის ეპიზოდზე.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტებზე, ქ.ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს.

2023 წლის 19 ნოემბერს, სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2023 წლის 27 ნოემბერს, ახალციხის რაიონში, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა, ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები გამოითხოვა. დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. ასევე, მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით იქნა დაკავებული.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს