ამერიკული მედიის ცნობით, -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს მხოლოდ ამერიკული დროშის აღმართვის განკარგულება გასცა – არავითარი LGBT და BLM

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი დროშია განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრძანება ეხება როგორც -ს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ უწყებებს. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართებოდა LGBT და BLM (Black Lives Matter) დროშები.
„ამ მომენტიდან აშშ-ის ობიექტებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ნებადართულია მხოლოდ აშშ-ის დროშის აღმართვა ან დემონსტრირება და მისი გამოყენება აშშ-ის მთავრობის კონტექსტში. ამერიკის დროშამ გააერთიანა ყველა ამერიკელი უნივერსალური პრინციპების ირგვლივ – სამართლიანობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს ფასეულობები ჩვენი უდიდესი ქვეყნის საფუძველია და მათ ამერიკის მოქალაქეები იზიარებენ“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.
ნებისმიერი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახალი პოლიტიკის წესს დაარღვევს იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული, აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც მედია იუწყება, ერთადერთი დროშა, რომლის აღმართვაც იქნება ნებადართული ამერიკულთან ერთად, იქნება სამხედრო ტყვეების/უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების (POW/MIA) ემბლემა და არასამართლიანად დაკავებულ პირთა დროშა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს