სერგო ჩიხლაძე – ევროპარლამენტში დებატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ ნელდება – მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე

გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ ნელდება – მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატები.
მისი თქმით, საქართველო მუდმივად არის ევროპარლამენტის პრიორიტეტული საკითხი და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება მიღწეული.
„გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი, საქართველოსა და ქართველი ხალხის პროტესტის მხარდაჭერა არ ნელდება. ასევე, მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე. საქართველო მუდმივად არის ევროპარლამენტის პრიორიტეტული საკითხი და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება მიღწეული. ყველა დებატი, მათ შორის გუშინდელიც, ამას მკაფიოდ აჩვენებს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და ქმედებები გააკრიტიკეს და ევროპულ ინსტიტუტებს მკაცრი რეაგირებისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას