“მთავარი არხის” ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული “ქართული ოცნების” წევრები, და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ. წყარო “მთავარ არხს” უყვება, რომ მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა – 80 000 დოლარი დაეკისრათ გადასახდელად.

წყაროს ცნობით, მანამდე, არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, მ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.