“ჩემზე უკეთესი მებრძოლია” – მერაბ დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, UFC 312-ზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება, ალექსანდრე კოდი ჰადონს დაუპირისპირდება. მერაბის თქმით, იგი სიდნეიში გაემგზავრება და თოფურიას მხარს დაუჭერს.
“ახლა ავსტრალიაში გავემგზავრები და ილიას ძმას მხარს დავუჭერ, მას ალექსანდრე თოფურია ჰქვია და ის ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი, რომ ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი მებრძოლი ნამდვილად არის”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე მერაბის მსგავსად სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში იბრძვის. MMA-ში 28 წლის მებრძოლის ანგარიშზე 8 გამარჯვება
და 1 მარცხია. ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება.