“ხალხი ყვიროდა, ზოგი ფანჯრებიდან თეთრეულით ცდილობდა ცეცხლისგან თავის დახსნას, ზოგმა გადახტომა სცადა“ – თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66-მდე ადამიანი ემსხვერპლა

“ხალხი ყვიროდა, ზოგი ფანჯრებიდან თეთრეულით ცდილობდა ცეცხლისგან თავის დახსნას, ზოგმა გადახტომა სცადა“ – თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66-მდე ადამიანი ემსხვერპლა
თურ­ქეთ­ში, სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 66-მდე გა­ი­ზარ­და, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრზე, ალი იერ­ლი­კა­ი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.
თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 51-ს აღ­წევს.
ხან­ძა­რი თურ­ქე­თის ბო­ლუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ კარ­ტალ­კა­ი­ა­ში მდე­ბა­რე 12-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 03:27 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა.
ბო­ლუს გუ­ბერ­ნა­ტო­რის აბ­დუ­ლა­ზიზ აი­დი­ნის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს სას­ტუმ­რო­ში 234 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ხან­ძა­რი სას­ტუმ­როს მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გაჩ­ნდა და ზედა სარ­თუ­ლებ­ში გავ­რცელ­და.
ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე, 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სას­ტუმ­როს ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მის შე­დე­გად. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს ფან­ჯრე­ბი­დან გად­მო­კი­დე­ბუ­ლი თეთ­რე­უ­ლი, რო­მელ­საც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბი­დან გა­საქ­ცე­ვად იყე­ნებ­დნენ.
სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და.
სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­სტრუქ­ტორ­მა ნე­ჯ­მი კეპ­ჩე­თუ­ტან­მა თურ­ქულ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, რად­გან იც­ნობ­და სას­ტუმ­როს, ხოლო სტუმ­რებს, რომ­ლებ­მაც ის ისე კარ­გად არ იცოდ­ნენ, არ გა­უ­მარ­თლათ.
“სას­ტუმ­რო კვამლში იყო გახ­ვე­უ­ლი, რის გა­მოც სტუმ­რებს გა­უ­ჭირ­დათ სა­ხან­ძრო გა­სას­ვლე­ლე­ბის პოვ­ნა. ხალ­ხი ფან­ჯრე­ბი­დან ითხოვ­და შვე­ლას, რად­გან შიგ­ნით ძლი­ე­რი კვამ­ლი იყო. 20-25 ადა­მი­ა­ნი გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ“, – გა­ნუ­ცხა­და მან NTV-ს.
თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სას­ტუმ­როს ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად ვერ იმუ­შა­ვა.
სას­ტუმ­როს მე­სა­მე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ­მა სტუ­მარ­მა ატა­კან ელ­ქო­ვა­ნუ ამ­ბობს, რომ მის­მა ცოლ­მა წვის სუნი ისე იგ­რძნო, რომ გან­გა­შის სიგ­ნა­ლი არ ჩარ­თუ­ლა.
“ზედა სარ­თუ­ლებ­ზე ხალ­ხი ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, ზოგი თეთ­რე­უ­ლით ცდი­ლობ­და ხან­ძრის­გან თა­ვის დახ­სნას, ზოგ­მა გა­დახ­ტო­მა სცა­და“, – ყვე­ბა ის.
ტე­ლე­ვი­ზია NTV ვა­რა­უ­დობს, რომ სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ე­რის ხით მო­პირ­კე­თე­ბამ, და­აჩ­ქა­რა ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა.
ის ასე­ვე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ 161-ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო კლდე­ზეა, რაც აფერ­ხებ­და ხან­ძრის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.
კარ­ტალ­კა­ია არის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი ქო­რ­ოღ­ლუს მთებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლო­მეტრში (185 მილი) სტამ­ბო­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით. ხან­ძა­რი სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბი­სას გაჩ­ნდა, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია.
ად­გილ­ზე 30 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 28 სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და.
ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას