საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვდა.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღეს ის შეხვდა სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ როჯერ უიკერს.
შეგახსენებთ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტის “ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება“.