ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: კიტეიშვილის “შტურმი” “ატალანტასთან” განადგურდა

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტური ორი მატჩით დაიწყო.
“შტურმი” გასვლაზე “ატალანტასთან” 0:5 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ოთარ კიტეიშვილმა 90+1-ე წუთამდე ითამაშა. გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს, პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა და ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს, სახლში “ლაიფციგთან” ჩაატარებს.
გასპერინის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამ მომენტისთვის 14 ქულით მესამე ადგილზეა.
„მონაკომ“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგო.
ატალანტა – შტურმი 5:0
მონაკო – ასტონ ვილა 1:0
გოლი: სინგო (8)