დროა მივყვეთ უფრო დაბალანსებულ ურთიერთობას ჩინეთთან, სამართლიანობისა და ურთიერთგების სულისკვეთებით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ კონსტრუქციულად უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან – ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 2025 წელს ევროკავშირის ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს 50 წელი უსრულდება. მე განვიხილავ ამას, როგორც შესაძლებლობას, ჩავერთოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან და, სადაც შესაძლებელია, გავაფართოოთ კიდეც ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. დროა მივყვეთ უფრო დაბალანსებულ ურთიერთობებს ჩინეთთან, სამართლიანობისა და ურთიერთგების სულისკვეთებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.