დევიდ კამერონი – ექსტრემისტ ებრაელ ახალმოსახლეებს დიდი ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ

ექსტრემისტ ებრაელ ახალმოსახლეებს დიდი ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავრცელებს.
„ექსტრემისტი ახალმოსახლეები მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებით, როგორც ისრაელის მოსახლეობის, ისე პალესტინელების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უთხრიან ძირს. ისრაელმა ახალმოსახლეების ძალადობის შესაჩერებლად უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.
ჩვენ იმ პირებს, რომლებიც ახალმოსახლეების ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი, დიდ ბრიტანეთში შესვლას ვუკრძალავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა იმ ადამიანების სახლს არ წარმოადგენს, რომლებიც ასეთ საშინელ ქმედებებს სჩადიან“, – წერს დევიდ კამერონი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, გასულ კვირას მსგავსი აკრძალვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია