– ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა – სადაც არ უნდა იჩივლოს, ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს

ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა. სადაც არ უნდა იჩივლოს, განსაკუთრებით შვეიცარიის სასამართლოში, ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაწყებულ სასამართლო დავას ეხმაურება.
რომან გოცირიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა სანქციებში ჯერ არ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის ან „ქართუ ფონდის“ სახელი, რადგან აძლევენ შანსს, რომ „იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს“.
„საკმარისია, -ის სანქციებში ჩაიწეროს ერთი სიტყვა – უტა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის მთელი ფინანსური სისტემა დაინგრევა. ეს ერთადერთი პიროვნებაა დამფუძნებელი „ქართუ ფონდისა“ ხოლო „ქართუ ფონდი“ არის დამფუძნებელი ყველაფრისა, ოფშორებში თუ აქ, საქართველოში რაც კი რამ არსებობს,მათ შორის „ქართუ ბანკისა“.
საკმარისია ამერიკულ სანქციებში ერთი სიტყვა გაჩნდეს და ივანიშვილის ფინანსურ-ეკონომიკური სამყარო დაინგრევა, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთი მიზეზით: იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს .
უტას რომ თავი დავანებოთ, -ის სანქციებში „ქართუ ფონდი“ რომ ჩაიწეროს, მორჩენილია ყველაფერი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს მომავალში საშინელი დღეები ელის და ამას ის უკვე აცნობიერებს. თუ აცნობიერებს, მაშინ ძალაუფლების უზურპაციას თავი უნდა დაანებოს, დანიშნოს და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი დღე ელოდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
როგორც ადვოკატ ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართლებრივი დავის საგანს ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, “მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ