თალიბანმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში ორი ამერიკელი გაათავისუფლა

სამშაბათს ავღანეთის თალიბანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პატიმრების გაცვლის ფარგლებში, -ის ორი მოქალაქე თავის ერთ წევრში გაცვალა, რომელიც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების და ტერორიზმის ბრალდებებით იყო დაკავებული.
ქაბულში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასახელა გათავისუფლებული ავღანელი ხან მუჰამადი და მას „მუჯაჰედი“ უწოდა. თალიბანი თავის მებრძოლებს ასე მოიხსენიებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კაცი თითქმის ორი ათეული წლის წინ ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰარში დააპატიმრეს და შემდეგ აშშ-ში ექსტრადაცია მოახდინეს, სადაც ფედერალურმა სასამართლომ მსჯავრი დასდო და კალიფორნიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ავღანეთის დე-ფაქტო მთავრობამ ორი გათავისუფლებული ამერიკელის ვინაობა არ გამოაცხადა და არც მათი რიცხვი დააზუსტა, მაგრამ ნათესავების და ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს 42 წლის რაიან კორბერტი და 69 წლის უილიამ უოლეს მაკკენტია.
სამშაბათს კორბერტის ოჯახმა განაცხადა: „დღეს ჩვენი გულები სავსეა ღვთისადმი უდიდესი მადლიერებით, რომ რაიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა და შინ დააბრუნა მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული და გაურკვევლობით სავსე 894 დღე იყო.“
მაკკენტის შესახებ შეზღუდულიი საჯარო ინფორმაცია არსებობს, რადგან გავრცელებული ცნობებით, მაკკენტის ოჯახმა აშშ-ის ხელისუფლებას მისი ანონიმურობის შენარჩუნება სთხოვა.
პატიმრების გაცვლა მრავალი თვის განმავლობაში მზადდებოდა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დემოკრატ პრეზიდენტ ს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო საათებში, ტრამპის ინაუგურაციამდე მოხდა.
სამშაბათს თალიბანმა განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლის შეთანხმების მიღწევაში კატარმა „ეფექტური როლი“ ითამაშა.
ამერიკელი ოფიციალური პირების და ნათესავების ცნობით, თალიბანის პატიმრობაში კიდევ ორი ამერიკელი რჩება, ჯორჯ გლეზმანი, ყოფილი ავიამექანიკოსი და მაჰმუდ ჰაბიბი – აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე. ისინი 2022 წელს, ალ-ყაიდას ძებნილ ლიდერ ალ-ზავაჰირიზე ქაბულში ამერიკული დრონით თავდასხმიდან ცოტა ხანში დააკავეს.
ორგანიზაციამ „Global Reach”, რომელიც მაჰმუდ ჰაბიბის ოჯახთან მის საქმეზე მუშაობს, „ამერიკის ხმას“ ოჯახის განცხადება გააცნო. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკი ბერგმანმა განაცხადა: „იმ დროს, როდესაც რაიანის და უილიამის ამბავი გვახარებს, გულდაწყვეტილი ვართ, რომ მაჰმუდი შეთანხმებაში არ ჩართეს.“