ტრამპის განცხადებების მერე ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან

„აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა? უნდა გვყოლოდა! ერთი-ორი ტრამპი აქამდე უსათუოდ უნდა გვყოლოდა! მე ყოველთვის ვამბობდი – ერთი-ორი ტრამპი გვჭირდება-მეთქი! ხომ ვამბობდი?!” – აი, დაახლოებით ამას ველოდებით მედია-ინდაურებისაგან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც -ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ კონსერვატიულ პოზიციას ეხმაურება.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე რადიკალურ ლიბერალურ იდეოლოგიას ატარებდნენ, მოსალოდნელია, რომ -ის პრეზიდენტის გამო შეხედულებებს მკვეთრად შეიცვლიან.
„ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან. ველოდებით ლესბოსელების ძალით გათხოვებისა და გეებისთვის ძალით ცოლების მოყვანის საინტერესო პროცესებს. ველოდებით კაპიტან გიგაურის და „პროსტა” ლომჯარიას მადლობის წერილს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაფინანსების შეწყვეტის გამო:
„აქამდე სად იყავით?! რატომ ჩამოგვაყალიბეთ მონსტრებად თქვენი სინედრიონის სისხლიანი ვერცხლებით?!”. ველოდებით ნაცების საპროტესტო აქციებს „ფონდ ღია საზოგადოების” ოფისთან, პლაკატებით – „ძირს სოროსი!”. კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით. როდესაც შენში ნამუსი ერთხელ გაქვს მოკლული, ის ნიახური არაა – კიდევ ერთხელ აღმოცენდეს. როდესაც პრინციპებს ერთხელ მაინც უღალატებ – კუზანოვის კლინიკაში მათ ვერ აღიდგენ. როდესაც სულს მიჰყიდი ლუციფერს – ლომბარდი არაა, უკან გამოიტანო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს