“ეს საოცრებაა” – საზოგადოების კულტურა და 54 ავარია ვაკე–საბურთალოზე – კალაძე

არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით არ აქვს პრობლემა. საზოგადოებას აქვს კულტურა, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ – აცხადებს მერი კალაძე თბილისში საცობების პრობლემასთან დაკავშირებით.
ამბობს, რომ საცობების მიზეზი მანქანების დიდი რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევებია:
“საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა. 650 ათასი მანქანა მოძრაობს თბილისში პიკის საათში. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია. ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ.” ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, გუშინ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანა დროულად ვერ მივიდა. ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც თბილისის მერი ამბობს, თუ სახანძრო და “სასწრაფო” დროულად მივა გამოძახებაზე, ეს საზოგადოების კულტურის დამადასტურებელია, შესაბამისად, თუ დროულად ვერ მივა გამოძახებაზე, ეს, ალბათ, საზოგადოების უკულტურობის დამადასტურებელი იქნება, თორემ, საცობი და ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, არაფერ შუაშია, შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკაც საზოგადოების კულტურაზე ყოფილა დამოკიდებული. ხომ არ იქნებოდა უპრიანი, სატრანსპორტო პოლიტიკაზე მომუშავე ყველა კადრი დავითხოვოთ და საზოგადოების კულტურულ განვითარებაში დავხარჯოთ ფინანსები?

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვით, რომ პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით