ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 12 წელში – ლევანდოვსკიმ პირადი ანტირეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “ბარსელონა” “ანტვერპენს” ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფური ეტაპი “ბლაუგრანას” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ 1 გოლით დაასრულა.
ეს ერთი ზუსტი დარტყმა პოლონელმა პირველ ტურში სწორედ ბელგიური გუნდის წინააღმდეგ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ თავისი 12 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. მან 2011/12-წლების სეზონში “დორტმუნდის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში