ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დაიწყო. პარალელურად, უნივერსიტეტის დერეფანში ხმაურია. სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში დიქტატურა მყარდება. პერიოდულად ისმის შეძახილები „სირცხვილია“.
აკადემიური საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს განიხილავს. რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
კანდიდატებს სამოქმედო გეგმის განსახილველად კონკრეტული ვადა განესაზღვრებათ. სამოქმედო გეგმის და კითხვა – პასუხის დასრულების შემდეგ, აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევს.