2023 წელს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოება გაორმაგდა

2023 წელს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოება გაორმაგდა. თუმცა არსებული მოცულობები საკმარისი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ 2050 წლისთვის ინდუსტრიას სურს CO2-ის ემისიების ნულოვან ნიშნულს მიაღწიოს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით მსოფლიოში ორჯერ მეტი მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) იწარმოვა. საუბარია წლიურად 600 მილიონ ლიტრზე მეტ საწვავზე.
თუმცა, არსებული მოცულობები საკმარისი არ არს, იმის გათვალისწინებით, რომ ინდუსტრიის წინაშე დგას დავალება, რომ CO2-ის რაოდენობა გაანულოს.
უფრო ზუსტი იქნება იმის თქმა, რომ საწვავის წარმოებს ასეთი მოცულობა უმნიშვნელოა. ფაქტია, რომ 2024 წელს პროგნოზირებულია 1,875 მილიარდი ლიტრი მდგრადი საავიაციო საწვავს (SAF) წარმოება, რაც ავიაციაში საწვავის მთლიანი მოთხოვნის 0,53%-ს შეადგენს.
ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ