პაატა მანჯგალაძე – აშშ არ არის კრემლი, ჩაიტანო „პოლიტრა“, ჩახვიდე მანდარინებით და მოაგვარო – „ქართული ოცნება“ დემოკრატიისთვის დამპალი ვაშლია, ამას ვერც შესთავაზებ კონგრესს და სენატს, ვერ „მოიტან მაგიდაზე“

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დემოკრატიისა და თავისუფლებს მტერია, ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის დამპალი ვაშლი. ამას ვერავინ გაყიდის, ვერანაირი პიარტექნოლოგი ამას ვერ შეფუთავს – ვერ იტყვი თეთრ სახლში, კონგრესსა და სენატში, რომ ეს დამპალი ვაშლი უნდა გავყიდოო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ -ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მთავარ დარბაზში ესწრებოდა, ნიშნავს, რომ ს ადმინისტრაციისთვისაც კი ლეგიტიმაცია აქვს სალომე ზურაბიშვილს და არა ხელისუფლებას.
„ძალიან ცუდი დღე გაუთენდათ დემოკრატიისა და თავისუფლების მტრებს. დონალდ ტრამპი სამ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო: 1. ბოროტების ღერძი სახელმწიფოები გამოიკვეთა. ესაა: , ჩინეთი, ირანი. 2. თქვა, რომ იწყებს დარეზერვებული ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდას. ტრამპი აპირებს, რომ დაწიოს საწვავზე ფასები, რათა საკვები არ ჰქონდეს რუსულ სიკვდილის მანქანასა და ბოროტების ღერძს და მესამე – ქალი ქალია და კაცი კაცია – რასაც რუსული პროპაგანდა ებღაუჭებოდა, ესეც მოუსპო. იდეოლოგიური საფუძველიც გამოაცალა ცივილიზაციის მტრებს. რაც შეეხება დასწრებას, როგორც მ მითხრა, კაპიტოლიუმში 3 სხვადასხვა სივრცე იყო: ერთი, სადაც ინაუგურაცია გაიმართა, სადაც პრეზიდენტები, კონგრესმენები და სენატორები იყვნენ. 4 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც იქ იყო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ანუ ლეგიტიმაცია ამერიკისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც კი აქვს სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლება შესაბამისად, არ არის ლეგიტიმური. 2. ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ათასამდე ასევე ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი სტუმარი იყო. აქ იყო გიორგი ვაშაძე. აქაც მოვიდა ტრამპი. ჩვენ „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაწვევი გვაქვს.
ეს გადაწყვეტილებები, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, ეს არის ტრამპის არჩევის შემდეგ მიღებული მძიმე გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისთვის“. ეს ვერ მოხდებოდა ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მას შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი ლობისტი ჰყავს დაქირავებული. ეს ხომ არ არის კრემლი, ჩაიტანო „პოლიტრა“, მანდარინებით ჩახვიდე, ფული ჩაიტანო და მოაგვარო. აქ ასეთი რამ არ ხდება. ლობიზმი არის ის, რომ რაღაცას აკეთებ კარგს და ამის გაცნობა გინდა მსოფლიოსთვის, მაგრამ შენ რომ დამპალი ვაშლი გიჭირავს ხელში და ხარ კონსულტანტი… დამპალი ვაშლია ახლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის „ქართული ოცნება“. ამას ვერც შესთავაზებ, ვერც მოიტან მაგიდაზე, ვერ იტყვი თეთრ სახლსა და კონგრესში, სენატში, რომ ეს დამპალი ვაშლი უნდა გავყიდოო. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დემოკრატიისა და თავისუფლებს მტერია, ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის დამპალი ვაშლი. ამას ვერავინ გაყიდის, ვერანაირი პიარტექნოლოგი ამას ვერ შეფუთავს.
რაც შეეხება ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკებთან მთავარი საკითხი, ღერძი ამ პროპაგანდაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრობლემები დაიწყო არა 2021 წლიდან, არამედ ივანიშვილს ეს პრობლემები შეექმნა 2008 წლიდან, როცა პოლიტიკაში განაცხადიც არ ჰქონდა გაკეთებული,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.