ბრიუსელში ისტორიული სამიტი დაიწყო – 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს

მოვლენათა ეპიცენტრი ბრიუსელია – ისტორიული სამიტი რამდენიმე წუთია დაიწყო. 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. დღეს ან ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოსთან ერთად ბრიუსელის გზავნილს ელოდება , მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
“საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა” – ამის შესახებ განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის დამოკიდებულებაც უკრაინის მიმართ ევროკავშირის ლიდერების თავის ტკივილი გახდა.
ვიქტორ ორბანმა სამიტის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ კიევის მიმართ პოზიცია არ შეცვლილა. ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით უნდა მიიღოს – საჭიროა ყველას ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას