ჩვენ აქ არ ვართ ბიზნესის საკეთებლად, ეს არ არის ვაჭრობა, უნგრეთი უნგრულ საკითხებს არ უკავშირებს უკრაინულ საკითხებს – ვიქტორ ორბანი

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა სთან დაკავშირებით და თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება არ არის თეორიული საკითხი, გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები.
“საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით. წინაპირობები არ შექმნილა უნგრეთის მიერ, კომისიამ შექმნა. წინაპირობა წინაპირობაა. შვიდი წინაპირობიდან სამი არ არის შესრულებული, ჩემი შეფასებით, მეტიც, მაგრამ სამი პუნქტიც საკმარისია, ვთქვათ, რომ ბიჭებო, თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, არ არის შანსი მოლაპარაკების დაწყებისთვის. სჯობს ფული მიიღო გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ აქ არ ვართ ბიზნესის საკეთებლად, ეს არ არის ვაჭრობა. ჩვენ წარმოვადგენთ მიდგომებს და პრინციპებს. ასე რომ არ არსებობს რაიმე დამატებითი გადაწყვეტილებები. ასევე მინდა ვთქვა, რომ უნგრეთი უნგრულ საკითხებს არ უკავშირებს უკრაინულ საკითხებს,” – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები

გია აბაშიძე: კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან, ტრაგიკულია ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა, ჩვენი ბრძენი ხალხი კი იმაზე წინაა, ვიდრე „ნაცქაჯებს“ წარმოუდგენიათ

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან