შეიწყალებს თუ არა, ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია მან გადააფასა არასწორი შეხედულებები – რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალების განცხადებაზე

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ განსხვავებული კომენტარი არ გაკვირვებიათ, თუმცა აქვე პრეზიდენტს შეახსენებენ იმ რეაქციას, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვეს.
განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პოზიცია არა უპრინციპობის, არამედ მოქნილობის დემონსტრირება და შეცდომის გამოსწორების მცდელობაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, არავინ იცის პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს.
“თუ ადამიანი ცდება და შემდეგ ამას გამოასწორებს, ეს უპრინციპობა კი არ არის, მოქნილობას და ობიექტურობის გზაზე დადგომას, გონიერებას ნიშნავს. მისი ეს განცხადება, სწორედ მისი ეს ძველი, მცდარი განცხადების შეცვლის ერთგვარი მცდელობაა. შეიწყალებს თუ არა, ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია მან გადააფასა მისი არასწორი შეხედულებები,” – აცხადებს რომან გოცირიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, ეს ევროპული და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება.
“იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპამ დაინახოს რეალურად, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია შეუძლებელია, როდესაც სააკაშვილი იმყოფება უკანონო ტყვეობაში”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით